მინსკის ბოლო გაფრთხილება-სამშვიდობო მოლაპარაკებების დარღვევისთვის პასუხს რუსეთი აგებს

სამშვიდობო მოლაპარაკებების დარღვევისთვის პასუხს რუსეთი აგებს

სამშვიდობო მოლაპარაკებების დარღვევისთვის პასუხს რუსეთი აგებსდღეს, მძიმე ტექნიკის გაყვანის ბოლო ვადაა უკრაინელი სამხედრობის და დონბასელი სეპარატისტებისთვის. თუმცა, სამშვიდობო სადამკვირვებლო ძალები უარს ამბობს ოფიციალურად დაადასტუროს ტექნიკის გაყვანა, რადგანაც, როგორც ისინი აცხადებენ, მათ სრულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ.
ამასთანავე, გუშინ ევროკავშირმა და აშშ-მ ისევ გააჟღერეს, რომ მისნკის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, რუსეთს ახალი სანქციები ელოდება. ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა თქვა,რომ ამ შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არა თუ გაიზრდება, არამედ „სრულიად სხვა დონეზე გადავა“.
ამასთანავე, კრემლი აცხადებს, რომ დონბასში შექმნილი სიტუაცია „ფრთხილ ოპტიმიზმს“ ბადებს.
უკრაინა სამი უმაღლესი შეხვედრის მთავარი თემა იყო მაღალი რანგის დიპლომატებს შორის: მას განიხილავდნენ „ნორმანდიული ოთხეულის“ შიდა პოლიტიკური უწყებების წარმომადგენლები ბერლინში, გაეროს ნიუ-უიორკის უსაფრთხოების საბჭოსა და ასევე რიგაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო შეხვედრაზე.

ყველაზე დიდხანს ბერლინის შეხვედრა გაგრძელდა – თითქმის ხუთი საათი. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თქვა, რომ „მოლაპარაკებები რთული, მაგრამ კონკრეტული იყო.“ დიპლომატების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, პრობლემა მისნკის სამშვიდობო შეთანხმების ყველა მუხლს აქვს – ცეცხლის შეწყვეტა, მძიმე ტექნიკის გაყვანა, ტყვეების გაცვლა, ასევე უახლოეს მომავალში დაგეგმილ ეტაპებსაც – დონბასში ადგილობრივი არჩევნების ჩატარება და კონსტიტუციური რეფორმების გატარება უკრაინაში.

სამშვიდობო მოლაპარაკებების დარღვევისთვის პასუხს რუსეთი აგებს

იმაზე, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „არსებული მშვიდობა“ კრიზისშია, მეტყველებს ის, რომ ორივე მხარე გაუთავებლად პრეტენზიებს უყენებს ერთმანეთს გახსნილი ცეცხლის თაობაზე. ორივე მხარე მათ მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას უსაფუძვლოს უწოდებს.
დღეს მძიმე ტექნიკის გაყვანის დღე ფორმალურად დასრულდა. საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფი სრული დატვირთვით ვერ მუშაობს იმის გამო, რომ როგორც ისინი აცხადებენ, სეპარატისტების მხრიდან კონტროლის უფლება ყველა ადგილზე ვერ მიეცათ. „ვინ იქნება დაკვირვების წინააღმდეგი? ცხადია, ის, ვინც რაღაცას მალავს“ განაცხადა გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა.

გუშინ რუსეთის წარმომადგენლება თავის მხრივ განაცხადეს, რომ მათთვის „შეშფოთებას იწვევს ის, რომ პოლიტიკური პროცესების დაწყება იწელება და ეს აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დეგრადირებას იწვევს. ჩვენი სურვილია, მოქმედებები ოდნავ სწრაფად ვითარდებოდეს“ – თქვა გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა.

„თუკი რუსეთი და სეპარატისტები სამშვიდობო მოლაპარაკებას დაარღვევენ და ახალია აგრესია გაჩნდება, დამატებითი სანქციები დაუწესდება რუსეთს“ – ამბობს აშშ-ს ასხელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე ფედერიკა მოგერინი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ყველაზე მკაცრი იყო რუსეთის მიმართ პოზიციის დაფიქსიირებისას, როცა თქვა, რომ სანქციები კი არ გამკაცრდება, არამედ სხვა დონეზე გადავა. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფი ფილილ ჰემმონდი არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი სანქციად რუსეთის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გარიცხვაც შეიძლება განიხილოს.

სპეციალურად “თაიმერისთვის” ეკატერინე ლემინჯავა

banner
წინა სტატიაშიჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული
შემდეგი სტატიავენესუელას მეზობელი ქვეყნები დაეხმარებიან