მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა დატოვა

მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა დატოვა, ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დავით შავლიაშვილმა პრემიერ-მინისტრის სახელზე დღეს დაწერა და მისი გადაყენების დაკმაყოფილების თხოვნით მიმართა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მინისტრმა დავით შავლიაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
შემდეგი სტატიაგურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტის კარი აჭედილია