მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს

მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს

მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობსგიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უარი ეთქვა.
როგორც ბასილაიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ უარი თქვა მის ჩაბარებაზე, მინისტრი კი ზარებსაც არ პასუხობს.
“სასჯელაღსრულების სამინისტრომ ჩვენი გადაწყვეტილება არ ჩაიბარა. ამ დაწესებულებამ, მისმა ადმინისტრაციამ უარი თქვა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებაზე. როგორც ვიცით, მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს. ეს არის პირდაპირ დარღვევა. დარღვევა არის ის, რომ გიორგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამ დრომდე არ არის თავისუფალი”, – აღნიშნა ბასილიამ.
ადვოკატის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო და დეპარტამენტი ვერც ერთ ნორმას ვერ დაასახელებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სჭირდება დამატებითი გადაწყვეტილებები. მისივე თქმით, გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე და ყვერანაირი არგუმენტი, რომ ისინი ელოდებიან ფოსტით ან სხვა რაიმე საშუალებით ამ გადაწყვეტილების მიღებას, უსაფუძვლო იქნება.

banner
წინა სტატიაშიბურკინა-ფასოში პრეზიდენტის გვარდიამ პრეზიდენტი და პრემიერი დაატყვევა…
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ქუთაისიდან თბილისისკენ მოემართებიან