მინისტრის აზრით პური არ გაძვირდება

ზოგიერთი ქართველი ექსპერტი, ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირებას და შესაბამისად პურის გაძვირებასაც ვარაუდობს, გამომდინარე იქიდან, რომ პურსაცხობები გაზზე მუშაობენ. თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება სოფლის მეურნეობის მინისტრი.

,,გაზის გაძვირების შემთხვევაში პური არ გაძვირდება,, ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

otar_danelia_11718
მინისტრი არც იმ ექსპერტების აზრს იზიარებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბუნებრივი აირი გაძვირდება და საცხობები პურის ფასს გაზრდიან.

“მიუხედავად იმისა რაც რეგიონში ხდება, პურის ფასი შევინარჩუნეთ, რაც შეეხება ენერგეტიკის ნაწილს კონკრეტიკაში ვერ შევალ,”- აცხადებს დანელია.

banner
წინა სტატიაშიკურტანიძე თუ თოლორაია?
შემდეგი სტატიავიტნი ჰიუსტონის გოგო აბაზანაში უგონოდ იპოვეს