მინისტრთა კაბინეტში კიდევ ერთი ცვლილების შემთხვევაში მთავრობა ნდობის გარეშე დარჩება

მთავრობაში 5 ცვლილება უკვე განხორციელდა, კიდევ ერთი ცვლილების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტს პარლამენტის ნდობის მოპოვება თავიდან მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ თანამდებობები მიმდინარე წლს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, ეროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და დღეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა დატოვეს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობისათვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ მინისტრთა კაბინეტში საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე 6 ცვლილებაა დასაშვები, დამატებითი ცვლილების შემთხვევაში კი ყველა მინისტრი დოებით მოვალეობის შემსრულებელი ხდება. ამის შემდეგ პრემიერმინისტრმა პარლამენტს ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს და ნდობის გამოცხადებას უნდა დაელოდოს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ყველანი უნდა დავემორჩილოთ რაღაც თამაშის წესებს, მათ შორის პრეზიდენტიც
შემდეგი სტატიაშეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის მოსამსახურეებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი დაიწყო