მინისტრთა კაბინეტის წევრები ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირებას გამორიცხავენ

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

მინისტრთა კაბინეტის წევრები ბიუჯეტის კორექტირების თემაზე კომენტარებს აკეთებენ. მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ უფრო გადაიხედება ადმინისტრაციული ხარჯები. ისინი ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირებას გამორიცხავენ.

„მიკვირს, როდესაც კეთდება განცხადება, რომ ჩვენ დღეს მოვიფიქრეთ კორექტირება. რეალურად ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში მთავრობა თვეების განმავლობაში ხარჯავდა იმაზე ნაკლებს, ვიდრე ბიუჯეტით იყო გაწერილი,“ – განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, პრიორიტეტები გადაიხედება.

“დაგეგმვის ნაწილშივე დაგეგმა მაქსიმალურად შემჭიდროვებულად. არასდროს ყოფილა კომფორტული ბიუჯეტი, ეს იყო არსებული მინიმუმების გათვალისწინებით, მაგრამ პრიორიტეტები გადაიხედება, ჩვენ საშინაო დავალება შევასრულეთ, კონსულტაციები გრძელდება ფინანსთა სამინისტროსთან და უკვე საბოლოო ციფრებზე ვისაუბრებთ,“ – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განმარტებით, წელს ავტოპარკის განახლებაზე, კომპიუტერების შეძენაზე უარის თქმა, ასევე პრემიები და დანამატები პირველი კვარტლისას არ აღემატებოდეს, საკმარისი იქნება, რომ მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეების ნაწილს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდა
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანი სასამრთლოში დაბარებას ითხოვს