მინისტრთა კაბინეტიდან პრეზიდენტის მოსასმენად ქუთაისში არც ერთი მინისტრი არ ჩასულა

margvelashvili

70106091122საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი ქვეყნის უმნიშველოვანეს მოვლენებზე პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს.
პრეზიდენტის მოხსენებას პლენარულ სხდომათა დარბაზიდან ისმენენ 104 დეპუტატი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მინისტრთა კაბინეტიდან პრეზიდენტის მოსასმენად ქუთაისში არც ერთი მინისტრი არ ჩასულა.
პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში შევლისას, იქ მყოფი პირები ფეხზე წამოდგნენ და ტაშით მიესალმნენ.
გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც ტრიბუნა ფრაქციათა თავმჯდომარეებს დაეთმობა.

3064671310394490_415878501913762_3307254025295082784_n

banner
წინა სტატიაშიშეხვედრა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტთან
შემდეგი სტატიაპროტესტი კუბოში