“მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისთვის” -ამხანაგური მატჩი უკვე დაიწყო

კალაძე არეშიძეს გადადგმომას კიდევ ერთხელ ურჩევს: თანამდებობის გარეშეც შეუძლია იყოს წარმატებული

შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ამხანაგური მატჩი “მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისთვის” მიმდინარეობს. მატჩი მსოფლიოს თასზე მოთამაშე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერად იმართება და მასში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მონაწილეობენ. ასევე, ამხანაგურ თამაშში მონაწილეობენ ვეტერანი მორაგბეები და სამინისტროების სხვა წარმომადგენლები.
როგორც მატჩის დაწყებამდე მინისტრებმა განაცხადეს, განწყობა საბრძოლოა. აღნიშნული თამაშის მიზანი ქართველ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა. თამაშის დაწყებამდე მორაგბეებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ხოლო მინისტრებმა გულშემატკივრებს სიტყვით მიმართეს.
შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე, რაგბის კავშირის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებიან.
თამაშის დაწყებამდე ანსამბლმა “სუხიშვილები” საკონცერტო ნომერი შეასრულეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიათბილისი-მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა