„მინისტრების დასანიშნად პრემიერს ექსკლუზიური უფლება აქვს“, – დავით უსუფაშვილი

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო განცხადება გააკეთა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებით. დავით უსუფაშვილის თქმით, პრემიერმინისტრს აქვს ექსკლუზიური უფლება ვაკანტურ ადგილებზე დანიშნოს მინისტრები და შემდგომ უკვე საქმეში უნდა ჩაერთოს პარლამენტი.

„ჩვენი კანონმდებლობით პრემიერმინისტრს ამისთვის აქვს 2 კვირიანი ვადა, რომ შეარჩიოს ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები. შემდგომ მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უკვე პრეზიდენტი წარმოუდგენს პარლამენტს და პარლამენტს აქვს უკვე 7 დღიანი ვადა ჩამოსაყალიბებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.

პრემიერმინისტრს აქვს შესაძლებლობა ერთ მესამედამდე რაოდენობის მკინისტრები თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს და თუ ერთ მესამედზე მეტს შეეხება ცვლილებები, მაშინ პარლამენტი ჩაერთვება საქმეში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბაშვილი: ახლა პარლამენტის ამოცანაა გამოვიდეს ოლიგარქის ჩრდილიდან
შემდეგი სტატია„სანამ ივანიშვილი აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის მართვას, ეკონომიკის ნგრევა გაგრძელდება”, – გიგა ბოკერია