მინდია ჯანელიძე: 12 გარდაცვლილიდან 11 იდენტიფიცირებულია

12 გარდაცვლილიდან 11 იდენტიფიცირებულია – ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა. კურიერთან საუბრისას ჯანელიძემ თქვა, რომ სტიქიის დროს მაშველებმა შეძლეს ათეულობით ადამიანის გადარჩენა, თუმცა დაღუპულები მაინც არიან.

ნალექს თბილისში დღეს და ხვალ ისევ ელოდებიან და როგორც მინდია ჯანელიძემ განაცხადა,  მთავრობა საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რისკის ზონიდან მოსახლეობა იქნება ევაკუირებული და მუდმივი მოიტორინგი იქნება არსებულ ტერიტორიებზე.

ჯანელიძის თქმით, არცერთი ცხოველი ვოლიერებში არ მოუკლავთ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: 24 ადამიანი დაკარგულად ითვლება
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ტრაგედიის შემდგომმა რეაგირებამ აჩვენა, რომ შეგვიძლია ერთმანეთის გვერდში დგომა