მინდია ჯანელიძე: ხელშეკრულების პროექტი მომზადდა ჩემი მინისტრობის დროს და მისი ხელმოწერა მოხდა თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის განცხადებით, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს, თავდაცვით შეიარაღებაზე ხელშეკრულება არ არსებობდა და შესაბამისად, კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ვერ იქნებოდა. კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი საქართველოს და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვით შეიარაღებაზე ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ალასანიას მინისტრობისას იყო მხოლოდ განზრახულობათა წერილი. რაც, ჯანელიძის თქმით, ორი სხვადასხვა დოკუმენტია.ჯანელიძე ამბობს, რომ ხელშეკრულების მომზადება მისი მინისტრობის დროს მოხდა.

“ამ მიმართულებით სრული მოცულობით მიმდინარეობდა მუშაობა და შედეგი არის სახეზე. რაც შეეხება იმას, თუ რა არის ხელმოწერილი, ხელშეკრულების შინაარსი არის სახელმწიფო საიდუმლო და ამაზე არც თქვენ გირჩევთ საუბარს და არც მე ვაპირებ საუბარს. ხელშეკრულების პროექტი მომზადდა ჩემი მინისტრობის დროს და მისი ხელმოწერა მოხდა თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს. ეს არის რეალობა, განზრახულობათა დოკუმენტი თავისი შინაარსით არის მხარეების კეთილი ნება, რომ მათ საუბარი დაიწყონ გარკვეულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. იქ არანაირ კონკრეტიკაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ ორ მხარეს შორის დაწყებულიყო დიალოგი, რაც შეიძლება დამთავრებულიყო შეთანხმებით, როგორც ახლა მოხდა, ან ვერ დამთავრებულიყო შეთანხმებით. კარგია, რომ შეთანხმებით დასრულდა”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშითავისუფალ დემოკრატებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ საფრანგეთში ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ
შემდეგი სტატიაწყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთი დღის ბოლოს გაიხსნება