მინდია ჯანელიძე: რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება

ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება

რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ განუცხადა , რომელიც მოსკოვთან დაავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ჯანელიძის შეფასებით, რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას განაგრძობს არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ საქართველოსთან მიმართებაშიც.
“რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ე.წ. ხელშეკრულება დაიდო აფხაზეთთან, ანალოგიური შეთანხმების გაფორმება იგეგმება ცხინვალთანაც. შესაბამისად, აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიისრაელი ლიბანს პასუხს გასცემს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე ივანიშვილთან დებატებისთვის მზად არის