მინდია ჯანელიძე ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ნატოს შტაბ-ბინაში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, მინდია ჯანელიძე ლიტვის თავდაცვის მინისტრ იუოზას ოლეკასს შეხვდა.

მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, სამომავლო პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალებზე. მინდია ჯანელიძემ ლიტველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ამ პროცესში აქტიური ჩართულობის, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ლიტველი დამკვირვებლების მონაწილეობისთვის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი საუბრები იყო
შემდეგი სტატიაკაცებში უმრავლესობა ლუარსაბია და ძაან ცოტა დავითი, ხოლო საამაყო ქართველი ქალის მანდილი გაიცვითა და დღეს უმრავლესობა კიკუა, ხოლო უმცირესობა მაგდანა-ზურაბ ბიგვავა