მინდია ჯანელიძე: თუკი მოსახლეობას რაიმე საშიშროება დაემუქრება, პრევენციისთვის ოპერატიულ რეჟიმში მივიღებთ ზომებს

კრიზისების მართვის საბჭოს მდივანის მინდია ჯანელიძის მონაცემებით, მეწყერული მოვლენების განვითარების რამდენიმე სახიფათო ლოკაცია არის, თუმცა ამ ეტაპისათვის ეს ლოკაციები მოსახლეობას არ ემუქრება. მისივე თქმით, თუკი მოსახლეობას რაიმე საფრთხე დაემუქრება, ძალიან ოპერატიულ რეჟიმში იქნება მიღებული სათანადო ზომები პრევენციისთვის.
“ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა არა მარტო იმ შემთხვევისათვის, თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად, ასევე გვაქვს კრიზისების შესაძლო განვითარების გეგმა. მათ შორის, თუ რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის შემოგარენში მეწყერული მოვლენები განვითარდება. ეს არის მონიტორინგის ქვეშ. გვაქვს რამდენიმე სახიფათო ლოკაცია. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ამ ეტაპისათვის ეს ლოკაციები მოსახლეობას არ ემუქრება. თუკი მოსახლეობას რაიმე საშიშროება დაემუქრება, ძალიან ოპერატიულ რეჟიმში მივიღებთ ზომებს პრევენციისთვის”, – აცხადებს კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი.

banner
წინა სტატიაშიწყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთი დღის ბოლოს გაიხსნება
შემდეგი სტატიაქეთა თოფურიას გოგონა შეეძინა