“მინდია ჯანელიძე არის ის ადამიანი, რომელიც საჭიროება თუ იქნა, პირველი ჩადგება ქვეყნის დამცველთა სიაში”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე არის ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პირველი ჩადგება ქვეყნის დამცველთა სიაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
კვირიკაშვილმა უპასუხა კითხვას იმ კრიტიკულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 42 ქართველი ჯარისკაცის ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის საკითხზე ჯანელიძის კომენტარებს.
კვირიკაშვილის აზრით, არასწორია, “სიტყვის გამო ადამიანს დაუმსახურებლად ლაფი დაასხა თავზე”.
“მინდია ჯანელიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დღეს ჰყავდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სტუმრად, ვფიქრობ, იყო სავსებით საკმარისი იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ არ წამოსულიყო შეურაცხოფის ნიაღვარი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ამას იმსახურებდეს. ვფიქრობ, რომ მინდია ჯანელიძე არის ის ადამიანი, რომელიც, ღმერთმა ნუ ქნას და საჭიროება თუ იქნა, პირველი ჩადგება ქვეყნის დამცველთა სიაში. ამიტომ არასწორია, ადამიანს დააბრალო პატრიოტიზმის ნაკლებობა იმის გამო, რომ ვერ მოიცალა იმ დღეს. არასწორია ისიც, რომ სიტყვის გამო ადამიანს დაუმსახურებლად დაასხა ლაფი თავზე”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისევდია უგრეხელიძე: ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს ბატონ ნარმანიასთან
შემდეგი სტატიაე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა