მინდია ჯანელიძეს დღეს თავდაცვის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფში მოუსმენენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დღეს, 13:00 საათზე თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს მოუსმენენ, – ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ბიუროს კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მიაწოდა.
სესიაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლის საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა უსაფუძვლო განცხადებები. დეპუტატი აცხადებს, რომ მინისტრი მზად არის მივიდეს პარლამენტში და მას დღეს კომიტეტი მოუსმენს.
ირაკლი სესიაშვილის ცნობით, ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ შესყიდვებთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც კომიტეტი მინისტრს მოუსმენს და მისგან ინფორმაციას მიიღებს, ნდობის ჯგუფიც შეიკრიბება.

banner
წინა სტატიაშიდაუბერგავი მინიმუმის თანხების დაუფლების ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: პარლამეტი არ მგონია ის ადგილი, სადაც შეგვიძლია გამოვიძიოთ საქმე