„მინდა თხოვნით მივმართო საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს ნინა სუბლატს მხარი დაუჭირონ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი აცხადებს, რომ „ევროვიზიზიის“ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა, მომღერალმა ნინა სუბლატმა ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინა.

ამის შესახებ ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

„მინდა გულითადად მივესალმო საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილე ჩვენს ნიჭიერ მომღერალს – ნინა სუბლატს, რომელმაც უკვე მოუტანა წარმატება ჩვენს ქვეყანას და ათ საუკეთესოთა შორის ფინალში გავიდა.

ნინას მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ. ის უკვე დასახელდა „ევროვიზიის“ საუკეთესო მომღერალთა შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელ ფინალში ქართველი მომღერალი, რომელმაც ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა, გამარჯვებული გახდება.
მინდა თხოვნით მივმართო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და საქართველოს მეგობრებს მხარი დაუჭირონ და უგულშემატკივრონ ნინა სუბლატს. ნინას მხარდაჭერა დღეს საქართველოს მხარდაჭერაა.

ჩვენ ყველას გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ „ევროვიზიას“ საქართველოში“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

2015 წლის ევროფესტივალის ქართველმა მონაწილემ ნინა სუბლატმა 19 მაისს კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესო ათეულში მოხვდა. “ევროვიზიის” ფინალი დღეს გაიმართება. ფინალურ საღამოზე 2015 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა 32 შეკვრა ჰეროინი ამოიღეს
შემდეგი სტატია„მოლდავეთი, საქართველო და უკრაინა აღმოსავლეთ ევროპაში ავანგარდში არიან“