,,მინდა, გიორგი კვირიკაშვილმა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დაავალა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. ღარიბაშვილმა ბერუჩაშვილს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობა მინდა გადავუხადო თამარ ბერუჩაშვილს, რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მან გასწია სამუშაოები, რომლისთვისაც მე, როგორც მთავრობის მეთაური, მადლობას ვუხდი. ეს იყო წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი. მე მინდა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა, ახალმა მინისტრმა გადაწყვიტოს თუ სად გააგრძელებს მუშაობას ქალბატონი თამარი”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა.
თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად კი, თბილისის უკვე ყოფილი ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის წარდგენას საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი არ დასწრებია.
დღევანდელი ცვლილებების გამო, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის.

banner
წინა სტატიაშიმინისტრთა კაბინეტში ორი ცვლილება განხორციელდა
შემდეგი სტატია,,ქუმსიშვილის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნა მთავრობის მუშაობას გააძლიერებს”