მილონოვი სააკაშვილის ახალ მოადგილეზე ღალატის მუხლით საქმის აღძვრას ითხოვს

MILONOVსკანდალურად ცნობილმა რუსმა დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა, ოფიციალური განცხადებით მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს, რათა სააკაშვილის ახალ მოადგილეზე, მარია გაიდარზე საქმე აღიძრას… აცხადებს რუსული მედია.

მილონოვის აზრით, მარია გაიდარის მოქმედება  შეუთავსებელია რუსეთის მოქალაქის სტატუსთან და ამიტომ მის მიმართ სახელმწიფოს ღალატის მუხლით საქმე უნდა აღიძრას…

,,ეს ქალბატონი, რუსეთის მოქალაქე, შეგნებულად წავიდა დასახმარებლად იმ ადამიანთან, რომელიც ანხორციელებს აგრესიას რუსეთის მიმართ… ამას გარდა, ის დღესაც მოუწოდებს რუსეთზე შეიარაღებული თავდასხმისკენ… ამიტომ  რუსეთის ღია მტერზე მუშაობა, რა თქმა უნდა სახელმწიფოს ღალატია,, განაცხადა მილონოვმა.

banner
წინა სტატიაშიხიდაშელი: რუსეთი ცდილობს საქართველო პროვოკაციებაში ჩართოს
შემდეგი სტატიაავარიას ბათუმში ახალაგზრდა მამაკაცი შეეწირა