მილიარდელი ივანიშვილის ხელისუფლება, ძალიან მალე უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლების მართვის სადავეებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს

ხელისუფლებამ ბილეთები უნდა დააბრუნოს–ნიკა მელია“საქართველოში სოციალური აფეთქებაა,”- ამ განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა მელია აკეთებს. იგი დედაქალაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას ეხმაურება.

მელია ფიქრობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს და რაც შეიძლება სწრაფად.

“ბატონი მეჭიაური, ბატონი ხადური, ბატონი ღარიბაშვილი ეს ადამიანები განსაზღვრავენ ხალხის ბედს. პროფესიონალიზმის არარსებობამ მოგვიყვანა ამ დონემდე. თბილისს როდესაც შევეხებით აქ საერთოდ ძალიან მძიმე სიტუაციაა. აქ ბატონი ნარმანია და მისი გუნდი გვყავს, რომელიც პროგრესთან შეუძლებელია ასოცირდებოდეს. მთლიანად ეს გუნდი, მილიარდელი ივანიშვილის ხელისუფლება, ძალიან მალე უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლების მართვის სადავეებს. სოციალური აფეთქება სახეზეა,”- აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელს კონსტიტუციით გათვლილ ვადებში მოაწერს
შემდეგი სტატიაშავნაბადაზე ხანძარი ლიკვიდირებულია