ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის არჩევნებში გეგა გობეჯიშვილი

მიიღებს თუ არა მონაწილეობას საარჩევნო ყრილობაში პატიმრობიდან რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლებული ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი, ჯერ უცნობია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, დიმიტრი ბოკერიამ განუცხადა.
ბოკერიას თქმით, მისთვის უცნობია გობეჯიშვილის მორალური და ფიზიკური მდგომარეობა, თუ რამდენად მზად არის, არჩევნებში ჩაერთოს.
ბოკერიას განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაცია თავად გეგა გობეჯიშვილთან საუბრის შემდეგ ექნება.
რაც შეეხება საკითხს, თუ როდის დაიწყება საარჩევნი ყრილობა, ბოკერიას განცხადებით, ეს უახლოს წუთებში გახდება ცნობილი.
“არ ვიცი, როგორ გაგრძელდება, კონკრეტული შეთანხმებები მიღწეული იყო. არ ვარ უფლებამოსილი განვაცხადო, თუ როგორ წარიმართება პროცესი”, – აღნიშნა ბოკერიამ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

banner
წინა სტატიაშიდელეგატი გეგა გობეჯიშვილი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაერაყის პრემიერი რუსეთს საკუთარ ქვეყანაში საბრძოლველად ეპატიჟება