“მიზნების მისაღწევად, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება უმნიშვნელოვანესია”

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა კვალიფიკაციის ამაღლებაა.

ამ მხრივ პრემიერმა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელებას გაუსვა ხაზი. დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ პრიორიტეტად ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა გამოაცხადა.

“იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, უმნიშვნელოვანესია ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში, რაც, პირველ რიგში, სამუშაო ძალის განვითარებასა და უმუშევრობის დაძლევას გულისხმობს. კვალიფიკაციის ამაღლებაეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. უკვე ხორციელდება პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა. საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შესაბამისი გარემოთი უზრუნველყოფას. მთავრობა ზრუნავს მასწავლებელთა მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სთავაზობს მათ ახალ სისტემას, რომლის ფარგლებშიც მოხდება მასწავლებლის პროფესიული განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა. მთავრობა მხარს უჭერს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიური პროფესიების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ განათლების სისტემის აქტიური ნაბიჯებიევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის მიმართულებით გააუმჯობესებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხს და ახალგაზრდობას პროფესიული რეალიზაციის ახალ პერსპექტივებს გაუჩენს. საქართველოს მთავრობის მიზანია, აგრეთვე, არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას, ასევე მათ უფრო აქტიურ ჩართულობას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, მოქალაქეებისათვის უსაფრთხო სოციალური გარემოსა და სოციალური სისტემის უზრუნველყოფაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კვლავ პრიორიტეტად რჩება.

“განსაკუთრებული ძალისხმევა ჩაიდება დაავადებებთან ბრძოლასა და მის კონტროლში.აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს ტუბერკულოზთან ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მოგეხსენებათ, დღეს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს მძიმე დაავადება სერიოზულ პრობლემად რჩება თანამედროვე მსოფლიოსთვის და გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენ ვმუშაობთ ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის 5-წლიან გეგმაზე და კვლავაც თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევაფასოთ სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მდგომარეობა მათთვის მიზნობრივი და სამართლიანი დახმარების პროგრამის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენი ამოცანაა ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვა, რათა მთელი საქართველო უზრუნველყოფილი იყოს გაზითა და ელექტროენერგიით. თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს როგორც რეგიონების განვითარებას, ისე სოფლის მეურნეობის, ქვეყნის ტრანზიტული და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„ვისაც აინტერესებს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, შეუძლია დაესწროს, შეზღუდვა არ არის“
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ განცხადებას გააკეთებს