“მიზანმიმართული ნაბიჯები შეინიშნება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებასთან დაკავშირებით“- კოტე ჩოკორაია

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიესალმება 31 მარტს მთავრობის წევრების პარლამენტში მისვლას.

„ეს ვალდებულება არ არის განსაზღვრული, თუმცა ნორმალური ინსტიტუციური ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებს შორის ცხადია მოითხოვს, რომ დაესწრონ პრეზიდენტის გამოსვლას“ – აცხადებს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ხელმძღვანელი ვახუშტი მენაბდე.

კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურ ძალებს აქვთ მორალური პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე.

“მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში განხორციელდა ცვლილებები და პრეზიდენტის ინსტიტუტი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ადრე იყო, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ კონსტიტუციურ ტრადიციას დაამკვიდრებს პოლიტიკური ელიტა. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული მიზანმიმართული ნაბიჯები შეინიშნება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებასთან დაკავშირებით” – განმარტავს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კონგრესმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიაფოთში კონჯარიების ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით პოლიციამ საცხოვერებელი სახლიდან გამოასახლა