მიზანი ყველას ერთი გვაქვს – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ღირსეული ადამიანი

მიზანი ყველას ერთი გვაქვს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ღირსეული ადამიანი

“პრეზიდენტთან შედგა შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ. ამ საკითხზე ბატონ პრეზიდენტთან კონსულტაციები კიდევ გვექნება. დღეს ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. ამოცანა ყველას გვაქვს ერთი, ბატონ პრეზიდენტსაც და პარლამენტსაც, რომ უზენას სასამართლოს ჰყავდეს ყველაზე ღირსეული, პროფესიონალი, სანდო და წესიერი ხელმძღვანელი, რაც, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. დანარჩენზე ვისაუბრებთ მერე, როცა კანდიდატურა იქნება შერჩეული, წარდგენილი და პარლამენტის მიერ დამტკიცებული”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საკითხზე პრეზიდენტთან კონსულტაციაში უმრავლესობის სახელით თავად მიიღებს მონაწილეობას. “კონსულტაციები დაიწყო, ის კიდევ გაგრძელდება. თუმცა, ალბათ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო. მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიმართება. მე მაქვს ის უფლებამოსილება და ნდობა ჩემი კოლეგებისგან, რომ ბატონ პრეზიდენტთან შეხვედრებს მე დავესწრო. მიზანი ყველას ერთი გვაქვს – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ღირსეული ადამიანი”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის 4 ოლქიდან უკრაინის საზღვრის მიმართულებით მძიმე ტექნიკა გადაადგილდება
შემდეგი სტატია“ლარის გაუფასურება ხელისუფლების ბრალია”- დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე