მივყავართ თუ არა ლარის კურსს ნაგავსაყრელამდე?!

10965684_1543577135927288_1086625503_nსოციალურად შეჭირვებულთა რაოდენობა როგორც საქართველოში, ასევე მარტვილში არც ისე ცოტაა, მაგრამ დაბის ტიპის დასახლებაში ნაგვის ურნაში სარჩოს მძებნელი მართლაც რომ გამიკვირდა. ამ სიტუაციის შემსწრე რამოდენიმე ადამიანი შეგვეხმიანა.

თემურ ფაშტიანი (მარტვილის მკვიდრი): ,, საღამოს მარტვილის ქუჩებს მივუყვებოდი, ნაგავსაყრელთან ვიღაც ურნაში იქექებოდა. რომ დამინახა, ურნას მოეფარა, შემდეგ ისევ განაგრძო ურნაში ქექვა.. ოჯახები ჩაბნელებულია, მხოლოდ ქუჩებია განათებული. ხალხმა ყიდვის შესაძლებლობაც დაკარგა და გადახდისუნარიანობა ხომ ნულს გაუტოლდა.”
გარემოვაჭრეები
ლია ინჯგია: ლარი გაუფასურდა, ხალხი ბანკებს ვერ აუდის, ვერ ყიდულობს პროდუქტს, ნაგავში დაიწყეს ჩიჩქვნა”
ნათელა სულავა: ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ცოტაა მყიდველი. ბანკებმა გაჭედა ხალხი. რასაც აიღებენ ბანკში მიაქვთ”
მარინა კოკაია: ტყუილად ვზივართ მთელი დღე. ვერ ყიდულობს ხალხი პროდუქტს. თუ ყიდულობენ, ისიც ნისიად”.
სპეციალურად „თაიმერისთვის“ ლელა ფაილოძე

banner
წინა სტატიაშითსუ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას სთავაზობს
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური ანტიტერორისტული ღონისძიებების აუცილებლობას ვერ ხედავს