,,მიდის მოსამზადებელი საკმაოდ სერიოზული სამუშაო ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის”

“დემოკრატიული მოძრაობის” წევრის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება. ბათიაშვილის ინფორმაციით, თავდასხმა ყოფილი ხელისუფლების გარკვეულ წრეში იგეგმება.
“სანდო წყაროდან, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც მე ვიყავი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე, მივიღე ეს ინფორმაცია. ყოფილი ხელისუფლების ემიგრაციაში მყოფ გარკვეულ წრეში მიდის მოსამზადებელი საკმაოდ სერიოზული სამუშაო ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის, ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. რაც ჩემთვის ყურადსაღები მომენტია, გარკვეული ჯგუფი უკვე ჩამოსულია აქ წინასწარი სადაზვერვო სამუშაოებისთვის”, – განაცხადა ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ქვეყანაში მზადდება რაიმე სერიოზული დესტაბილიზაცია, ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შემთხვევაში, ეს ხელისუფლება ადვილი დასამხობი იქნება.
ირაკლი ბათიაშვილს ტელეკომპანია “იმედი” ესაუბრა, რომლის ინფორმაციით, ბათიაშვილი უკვე დაიკითხა, თუმცა ჯერ გამოძიება არ დაწყებულა.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძემ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა იკითხება