მიგრანტების საქმეზე სამი ეჭვმიტანილი დააკავეს

მედია: მიგრანტების საქმეზე სამი ეჭვმიტანილი დააკავეს

მედია: მიგრანტების საქმეზე სამი ეჭვმიტანილი დააკავესუნგრეთში სამი ეჭვმიტანილია დაკავებული მიგრანტების საქმეზე, რომელთა გვამები 27 აგვისტოს სატვირთო მანქანაში იქნა აღმოჩენილი ვენისკენ გზაზე.

მათ შორის, მედიის ცნობით, დაჭერილია მიგრანტების არალეგალურად გადაყვანაში ეჭვმიტანილი. კონტრაბანდისტების მოძებნა რუმინეთში უნდა მოხდეს – ამბობს Kronen Zeitung-ი.
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის ინფორმაცია დაკავების შესახებ არ დაადასტურა – წერს როიტერი. უნგრეთის პოლიცია მომხდარზე კომენტარისგან უარს ამბობს.

მედიის ცნობით, პოლიციამ ტრაგედიის ქრონოლოგია უკვე აღადგინა. სატვირთო 26 აგვისტოს ბუდაპეშტიდან წამოვიდა. ადგილობრივი დროით 09.00 საათზე სატვირთო უნგრეთის ტერიტორიაზე იყო, მაგრამ ავსტრიის საზღვართან ახლოს. მანქანა ა4 ავტობანზე იქნა ნაპოვნი ვენის სამხრეთით.
სიკვდილის გარემოებები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. უკანასკნელი მონაცემებით მანქანაში 70-ზე მეტი მიგრანტის სხეულია ნაპოვნი.

ავსტრიის შს მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად მწუხარებაშია მომხდარის გამო.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფილმი ირანში გამოუშვეს
შემდეგი სტატიაოქროყანაში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტების საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეცა