,,მიაწოდეთ ხოლმე ამ ადამიანს დაზუსტებული ამბები”- გრიგოლია ივანიშვილზე

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურად გაზვიადებულია.
მისი თქმით, არაობიექტურია ინგა გრიგოლიას განცხადებები, რომელიც მან „რეაქციის“ დახურვის შემდეგ გააკეთა.

„ინგა გრიგოლიას სურს, რომ მომაწეროს, რომ მე მას ვებრძვი. ობიექტური ამაში არაფერია. გარდა იმისა, რომ მართლაც ინგა გრიგოლიას კარიერულ ზრდაზე მოვახდინე გავლენა და ის გაღიზიანებულია. როდესაც გრიგოლია იყო ერთ-ერთი ფსევდო ოპზიციური პარტიის ლიდერი, ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ეს პარტიები ვამხილე… ვამხილე რამდენიმე პარტია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ატყუებდა საკუთარ საზოგადოებას. სხვათაშორის სად არის ქდმ დღეს? უი აღარ არის ცალკე პარტია? გრიგოლიას განაღდებული ჰქონდა დეპუტატის ადგილი პარლამენტში და მისთვის საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩემი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მას აქვს ალბათ გაღიზიანება აქვს, რადგან ის იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მორჩა კინო))))))) წადით სახლში)))))))))),,რეაქცია,, და ,,იმედის კვირა,, დაიხურა)))))))

ბიძინა ივანიშვილის აღნიშნულ კომენტარზე შეფასება გააკეთა თავად ინგა გრიგოლიამაც:

,,უკაცრავად,რომელიმე ჟურნალისტს რომ შეეხსენებინა ივანიშვილისთვის,რომ მე კანდიდატურა ჩემით მოვხსენი არჩევნებამდე,არა???????? გიპასუხათ და არც ერთს არ გაგახსენდათ კონტრშეკითხვად ეს ამბავი??????და რომ საკუთარი ნებით ვთქვი უარი არჩევნებში მონაწილეობაზე? თუ თავად არ იცის,მრჩეველემა მაინც ვერ შეახსენეს ეს ამბავი,არასწორს რომ ამბობდა? ….. …..როგორია ჩემი რეაქცია?-ბ-ნ ვნიშვილს არ ჰქონია ზუსტი ინფორმაცია,როგორ დავბრუნდი ჟურნალისტიკაში და როდის მოვხსენი კანდიდატურა….მიაწოდეთ ხოლმე ამ ადამიანს დაზუსტებული ამბები…უხერხულიაp.s—და კიდევ ერთი,გადაცემა რატომ დაიხურა,ეს რა კავშირში იყო იმასთან,რაც მან თქვა????მოკლედ-ჟურნალისტებო ,სხვა დროს,ჩემს თემაზე კითხვას თუ დასვამთ,მკითხეთ წინასწარ და უფრო გამართულ არგუმენტებს მოგაშველებთ ხოლმე”- წერს სოციალურ ქსელში გრიგოლია.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატია12 მრავალშვილიანი ოჯახი კანცელარიასთან შიმშილობს