მთვრალმა სამხედროებმა ქუჩაში ბეტეერით გაისეირნეს

გორში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდაო

გორში რუსული ვერტმფრენი გამოჩნდაოშემთხვევა რუსეთის ქალაქ ჩიტაში მოხდა. მთვრალმა სამხედროებმა ქალაქში ბეტეერით გასეირნება გადაწყვიტეს – ამის შესახებ რუსეთის შსს-ს გვერდზე იტყობინებიან.
წუხელ პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რომ ერთ-ერთი მაღაზიის გვერდზე ბრონეტრანსპორტიორი დგას, რომელშიც მთვრალი ახალგაზრდა მამაკაცი ჩაჯდა. მან ქალაქის ქუჩებში მოძრაობა დაიწყო – ხშირ შემთხვევეაში წესების დარღვევით, რომლის დროსაც საავარიო სიტუაციებს ქმნიდა.

სამართალდამცველებმა სამხედრო მანქანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში დააკავეს. ორი მთვრალი მამაკაცი ტრანსპორტიორიდან გადმოსვლაზე უარს ამბობდა.
“მძღოლზე პროტოკოლი შეადგინეს მთვრალ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებით, ამასთანავე, მას ბეტეერის მართვის მოწმობა არ ჰქონდა. დაკავებული სამხედროები შესაბამის უწყებებს გადაეცათ” – განაცხადეს სამხარეო განყოფილებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ აშშ-სგან საველე ჰოსპიტალი მიიღო
შემდეგი სტატიაჟვანიას დაცვის წევრების გამამტყუნებელი ვერდიქტი გარდაცვალების ძირითად საქმესთან წინააღმდეგობაში არ არის