მთელი საზოგადოება თანხმდება იმაზე რომ დღევანდელი ხელისუფლება არის უუნარო და უნიათო–ზურაბ მელიქიშვილი

ზურაბ მელიქიშვილი: როდესაც მთავრობა არ ენახვება ხალხს ხალხი დაენახვება მას 21 მარტს.

მთელი საზოგადოება თანხმდება იმაზე რომ დღევანდელი ხელისუფლება არის უუნარო და უნიათო და ვერ გაუმკლავდა ვერცერთ იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის ვერც საგარეოს და ვერც საშინაოს––აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი. მისივე თქმით ძალზედ მძიმე მდგომარებაა უშუალოდ ეკონომიკის კუთხით. ბუნებრივია ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურობას როგორც პარლამეტს გარეთ და ასევე პარლამენტს შიგნით მუშაობას ჩვენს კოლეგებთან.

გამომდინარე იქიდან რომ დღეს არის რთული მდგომარეობა თანხმდება მთელი საზოგადოება გარდა მინისტრებისა და გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც არიან დამოკიდებული დღევანდელ ხელისუფლებაზე. ამიტომ დანარჩენი არის უკვე მორალური პასუხისმგებლობის საკითხიც, ერთის მხრივ აცხადებდე რომ გადადგეს ეს მთავრობა, მეორეს მხრივ ქონდეს საშუალება იმისა რომ შენი ხელმოწერით აღნიშნული ქმედება გამოიწვიო და ეს არ გააკეთო ეს უკვე არის სხვა საკითხი, სხვა განხილვის საკითხი და ყველა პოლიტიკური პარტია ყველა პოლიტიკოსი არის პასუხისმგებელი საზოგადოებასთან თავისი მოქმედებით–აცხადებს მელიქიშვილი

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ქვეყანას “ქართული ოცნება” უნდა მოშორდეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები შედგება