მთელი რუსეთი იოშკარ-ოლას დაკარგულ მერს ეძებს

რუსული მედიის ცნობით, წუხელ ღამის პირველ საათზე პოლიციაში განხორციელებული ზარის შემდგომ, რუსეთის პოლიციისა და უშიშროების ძალები მარი-ელის რესპუბლიკის დედაქალაქის იოშკარ-ოლას  მერს პაველ პლოტნიკოვს ეძებენ…

პლოტნიკოვის მეუღლის განცხადებით, მას ქმართან 17 აპრილის დილის მერე არ ქონია კონტაქტი და მისთვის უცნობია მეუღლის როგორც ადგილსამყოფელი, ასევე გაუჩინარების მიზეზები…

მარი-ელის რესპუბლიკის შსს-ს განცხადებით, ამ მომენტისათვის რესპუბლიკის ყველა მიწისზედა საპატრულო ეკიპაჟი და უშიშროების ძალები, იოშკარ-ოლას მერი ძებნით არიან დაკავებული.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” ე.წ. მოდულის შენობასთან აქცია გამართა
შემდეგი სტატიააქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს