მთავრობის სხდომაზე პროკურატურისა და შსს-ს რეფორმაზე იმსჯელებენ

მთავრობის სხდომაზე პროკურატურისა და შსს-ს რეფორმირების საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ ორივე კანონპროექტი უნდა გადავუგზავნოთ პარლამენტს, რის შემდეგაც დაიწყება აქტიური განხილვები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც იყო ჩვენი დანაპირები,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრი მთავრობის სხდომის დასაწყისში მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას მიესალმა და მათ წარმატება უსურვა.

banner
წინა სტატიაშიფულთაცვენა სტამბულის აეროპორტში (+ფოტო)
შემდეგი სტატიაპრემიერმა EBRD-ის ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის ნოდარ ხადურს მადლობა გადაუხდა