მთავრობის კანცელარიასთან ტაბულას პროდიუსერი დააკავეს

კანცელარია

მთავრობის კანცელარიასთან მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსო მაჭავარიანი, დააკავეს.

მაჭავარიანსა და საპატრულო პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები მანქანიდან სპეციალური აპარატურის გადმოტანას ცდილობდნენ. მათ კი საპატრულო პოლიციამ ტერიტორიიდან მანქანის გაყვანა მოსთხოვა.

წინააღმდეგობის გაწევის გამო ლექსო მაჭავარიანი დააკვეს.

ამ წუთებში ვითარება განიმუხტა. აქციის ორგანიზატორებს მთავრობის კანცელარიასთან სცენის დამონტაჟების უფლებას ისევ არ აძლევენ.

რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გაპროტესტება დღეს, 6 საათზეა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძე – მთავარი პროკურორის პრეზიდენტის მიერ დანიშვნა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებაა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვნახეთ, სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგე, ვინმე ბარნოვის ქმედება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელს