მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ნდობის მისაღებად უკვე წარდგენილია

11245522_573764339393673_5023215956795787009_nმთავრობის მეთაური და მინისტრობის კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ წარადგინა.

მთავრობის ახალი შემადგენლობა ასეთია: პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – თამარ სანიკიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ნოდარ ჯავახიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი – თამარ ბერუჩაშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ დანელია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური, შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – გელა დუმბაძე.

banner
წინა სტატიაშიქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულების მშობლები ზუგდიდიდან ქუთაისში ფეხით მიემართებიან
შემდეგი სტატიავერანაირი საგამოძიებო კომისია, ვერანაირი ზეწოლა და ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გვაიძულებს, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას