მთავრობის ახალი შემადგენლობა სავარაუდოდ დღეს ან ხვალ დასახელდება

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას სავარაუდოდ დღეს ან ხვალ დაასახელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ დანელიამ განუცხადა.
მისი განცხადებით, მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული პირების შესახებ განცხადებას თავად პრემიერი-მინისტრი გააკეთებს.
“კონსულტაციები მიმდინარეობს, ბუნებრივია, მე ვერ გეტყვით ვინ იქნებიან მთავრობის ახალ შემადგენლობაში. კანდიდატების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ დღეს ან ხვალ თავად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში პირადად ის რჩება.
“ჩემს თავს როგორც მთავრობის ახალ შემადგენლობაში, ისე ზოგადად გუნდში ვხედავ”, – აღნიშნა დანელიამ, რომლის აზრითაც, აუცილებელია პარლამენტმა მთავრობას ნდობა რაც შეიძლება მალე გამოუცხადოს, ვინაიდან სამინისტროებს სხვადასხვა სახის აქტივობები აქვთ დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინასთან ომს გამორიცხავს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: სამთავრობო პროგრამა ძალიან ამბიციური იქნება