მთავრობის ანგარიშის წარდგენას პარლამენტში მინისტრები არ დაესწრნენ

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

მთავრობის ანგარიშის წარდგენა გრძელდება ამ წუთებში პარლამენტში. სამინისტროების წარმომადგენლები ფრაქცია თავისუფალიდემოკრატების წევრებს ხვდებიან. საპარლამენტო ოპოზიციამ ოცნებას, დევალვირებული პოლიტიკური ძალა უწოდა და დაპირებებიც შეახსენა. ოპოზიციამ საყვედური გამოთქვა, იმის თაობაზეც, რომ სხდომას უშუალოდ მინისტრები არ დაესწრნენ.

„ქართული ოცნების“ დაპირებები მეოთხე წლისთავზე არამარტო არ ასახავს რაც ქვეყანაში ხდება, არამედ სერიოზულ აცდენაშია. დაპირებები , რომელიც გაიცა სამი წლის წინ, არა მარტო არ შესრულდა, არამედ სერიოზულად დევალუირდა როგორც პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თავისუფალიდემოკრატებმა კითხვები ძირითადად ეკონომიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით დასვეს. საპარლამენტო ოპოზიცია დაინტერესდა იმით, თუ რატომ აპირებს საქართველოს ხელისუფლება საქმე დაიჭიროს გაზპრომთან, ისინი ამ ნაბიჯს სარისკოს უწოდებენ. კალაძის უწყებაში კი მსგავსი თანამშრომლობაში საფრთხეს ვერ ხედავენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით ეს იქნება პრაგმატული ურთიერთობა გაზპრომთან.

ასევე შეკითხვები დაისვა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების მიმართ.

ირაკლი ჩიქოვანიოს კითხვაზე, თუ რამდენი ახალი საწარმოა რეალურად შექმნილი ამ პროგრამით და ამ საწარმოებში და რამდენი ადამიანია დასაქმებული , ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უმთავრესი მიზანი ახალი საწარმოების შექმნაა.

„ახლა არა მაქვს ასე ცალკე გამოყოფილი, მაგრამ ეს პროგრამა არ არის მიმართული მხოლოდ არსებული საწარმოების მხარდასაჭერრად. უპირველესი მიზანია ახალი საწარმოების შექმნა», – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ცივი ომისკენ მიისწრაფვის – მაკკეინი
შემდეგი სტატიავიდეო–სირიელი ამბოხებულები რუსი გენერლის დაღუპვაზე საუბრობენ