მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ უშიშროების საბჭოს ათონელის რეზიდენციაში გადასვლა შესთავაზეს

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ უშიშროების საბჭოს ათონელის რეზიდენციაში გადასვლა შესთავაზეს.
როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველად უშიშროების საბჭოს გასული წლის ნოემბერში თხოვნით მიმართეს, რომ გადასულიყო მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან, ხოლო ივლისის დასაწყისში მათ შესთავაზეს ათონელის რეზიდენციაში გადასვლა.
“ქალბატონ ირინა იმერლიშვილს ჰქონდა თანხმობა გაცხადებული იმაზე, რომ გადავიდოდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ ამ რეზიდენციაში. შემდეგ ქონების მართვის სააგენტომ როგორც ქონების განმკარგავმა უწყებამ გადასცა მისივე მოთხოვნის საფუძველზე ათონელის შენობაში გარკვეული ფართი, მაგრამ სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ეს ფართი იქნა გადაცემული, უკვე მოვიდა ირინა იმერლიშვილის უარი ამ ფართში გადასვლასთან დაკავშირებით. მოტივი იყო ის, რომ ეს ფართი არ შეესაბამება საბჭოს ფუნქციონირებისთვის საჭირო მოთხოვნებს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არგუმენტი ცოტა გაუგებარია, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ეს შენობა არის გაწყობილი, მათ შორის ავეჯით და ელოდება როდის გადავა იქ ის სტრუქტურა, რომლისთვისაც თავის დროზე შენდებოდა.

banner
წინა სტატიაშიმოწმის ინფორმაციით, ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მიმართ საკონტროლო გასროლა გიორგი ცააძემ განახორციელა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: სტიქიით გამოწვეული ზარალი, ზოოპარკის გადატანის ჩათვლით, 200 მილიონ ლარს შეადგენს