მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეხვედრის თემა ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემის შემუშავებაა.
მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცეპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობა ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემას საზოგადოებას დღეს ან ხვალ წარუდგენს.
“ჩვენ მაქსიმალურად სამართლიანად ვცდილობთ მოვექცეთ ჩვენ მოსახლეობას. როგორც კი დადგინდება საბოლოო ტარიფი, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს ახალი ტარიფი ტვირთად საერთოდ არ დააწვეს. მინდა ფინანსთა, ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრებს დაგავალოთ, რომ დღის ბოლომდე კიდევ შევიკრიბოთ და სუბსიდირების საბოლოო ვარიანტი წარმოვადგინოთ, მანამდე უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას და შემდეგ ვიმოქმედოთ. ასე რომ, დღეს საღამოს თუ არა ხვალ მაინც მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ სუბსიდირების ის სქემა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად შევიმუშავებთ. მოსახლეობამ ეს არ უნდა იგრძნოს საკუთარ ჯიბეზე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პირველ რიგში აქცენტს გავაკეთებთ განსაკუთრებით გაჭირვებულ მოსახლეობაზე, ანუ მათზე, ვინც საჭიროებს ჩვენგან დახმარებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირომ არა ის, დღეს სადაც ზიხართ და საიდანაც სამარცხვინო განცხადებებს აკეთებთ ვერ იჯდობით
შემდეგი სტატიასოფელ ვეჯინში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა