“მთავრობა შეკრულია მათთან” – პანკისელები ხელისუფლებას მოუწოდებენ

უხუცესთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში პანკისის ხეობაში სოფელ დუისში. ადგილობრივები ხეობიდან სირიაში საომრად ახალგაზრდების გამგზავრებას, ამ მიზნით პანკისში სპეციალური ჯგუფების მოქმედებას და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ.

პანკისელები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ შეზღუდოს ახალგაზრდების გადინება თურქეთში საიდანაც ისინი შემდეგ სირიაში გადადიან.

“მთავრობა შეკრულია მათთან აბა როგორ წავიდოდნენ მეათე კლასელი ბავშვები სირიაში? მთავრობამ საზღვრები უნდა გააკონტროლოს. ეს ჩვენი ომი არ არის ეს არც საქართველოს ომის და რა უნდათ ჩვენ ბავშვებს იქ? მოვითხოვთ მთავრობამ გააკონტროლოს საზღვრები,”- აცხადებენ პანკისელები ჟუნრალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხეობიდან სირიაში საომრად კიდევ ორი ახალგაზრდა გაემგზავრა.  მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 18 წლის რამზან ბაღაკაშვილია, მეორე კი 23 წლის ჯამბულატ მარგოშვილია.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე: შალვა აღარ ტოვებდა საზოგადოებისთვის საშიშის შთაბეჭდილებას
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: პოლიციელთა დემორალიზაცია უპასუხისმგებლო პოლიტიკით მოხდა