„მთავრობა მიეჩვია, რომ თავისი უნიათობა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ოდნავ გადაადგილებასაც კი დააბრალოს”

ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!

ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ოპოზიცია ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას ასახელებს. მათი თქმით, ხელისუფლება მუდმივად ცდილობს დამნაშავე სხვაგან ეძებოს.

„მთავრობა მიეჩვია, რომ თავისი უნიათობა, უგუნურობა და არაადეკვატურობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ოდნავი გადაადგილებასაც კი დააბრალოს. მთავრობა არაფერს აკეთებს ინვესტიციების მოსაზიდად, ექსპორტის გასაზრდელად, არ ამცირებს საბიუჯეტო დეფიციტს და ბუნებრივია, შედეგი სახეზეა – უფრო გაღარიბებულები საქართველო და მოსახლეობა,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზურაბ მელიქიშვილი.

მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე რეგიონში მიმდინარე პროცესები აისახა. უმრავლესობის მტკიცებით, ხელისუფლება ამ ვითარებაში აქტიურად მუშაობს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

„თქვენ იცით, რომ ეს არ არის ქართული მოვლენა და აბსოლუტურად ყველა ქვეყნის პრობლემაა,“ – განამრტა ზურაბ ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დოლარის ფასმა კომერციულ ბანკებში 2 ლარსა და 54 თეთრის მიაღწია.

ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს გადახედოს ბიუჯეტს და შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები.

banner
წინა სტატიაშითსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა 5%-ში მოხვდა
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნული სააგენტო საგანგებო განცხადებას ავრცელებს