“მთავრობა ვალს რომ იღებს ამაში პრობლემა არ არის, მთავარია სად დაიხარჯება ის,”

სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი საქართველოში-ამ თემაზე, ბოლო დღეების განმავლობაში პირველი კომენტარი ჟუნრალისტებთან საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გვასალიამ გააკეთა.

გვასალია ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს აჟიოტაჟის შეწყვეტა და მთავრობას, მის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს მშიდად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს.

“დღეს მთავარი არის ის, რომ მიეცეს მშვიდად მუშაობის საშუალება ეორნვულ ბანკს, მთავრობას, ეკონომიკურ გუნდს. რათა მათ მიეცეთ საშუალება განსაზღვრონ და გაანალიზონ თუ რა ხდება ქვეყანაში და შესაბამისი ზომები მიიღონ. ეს იქნება მესიჯი ინვესტორებისთვის, რომ აქ საქართველოში გარემო არის მართვადი,”- აცხადებს ზურაბ გვასალია.

საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევასი თუ მთავრობა დამატებით საგარეო ვალს აიღებს ეს არ იქნება პრობლემა.

“ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სავალუტოფონდის შეფასებები და რეკომენდაციები. ის რომ მთავრობა იღებს ვალს ამაში კატასტროფა არ არის მთავარია სად დაიხარჯება ეს თანხები და რამდენად სწორად,”- განაცხადა საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გვასალიამ.

banner
წინა სტატიაში„სამოქალქო კონტროლი უნდა დაუწესდეს ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობას,” – ზურაბ აბაშიძე ალასანიაზე
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ საყდრისთან დაკავშირებით მთავრობისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა