მთავრობა ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემას საზოგადოებას დღეს ან ხვალ წარუდგენს

კანცელარია

მთავრობა ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების სქემას საზოგადოებას დღეს ან ხვალ წარუდგენს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერის განმარტებით, შესაბამისი სქემის შემუშავების მიზნით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეს, სემეკის გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ შეიკრიბება.

“ჩვენ მაქსიმალურად სამართლიანად ვცდილობთ მოვექცეთ ჩვენ მოსახლეობას. როგორც კი დადგინდება საბოლოო ტარიფი, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს ახალი ტარიფი ტვირთად საერთოდ არ დააწვეს. მინდა ფინანსთა, ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრებს დაგავალოთ, რომ დღის ბოლომდე კიდევ შევიკრიბოთ და სუბსიდირების საბოლოო ვარიანტი წარმოვადგინოთ, მანამდე უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას და შემდეგ ვიმოქმედოთ. ასე რომ, დღეს საღამოს თუ არა ხვალ მაინც მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ სუბსიდირების ის სქემა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად შევიმუშავებთ. მოსახლეობამ ეს არ უნდა იგრძნოს საკუთარ ჯიბეზე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პირველ რიგში აქცენტს გავაკეთებთ განსაკუთრებით გაჭირვებულ მოსახლეობაზე, ანუ მათზე, ვინც საჭიროებს ჩვენგან დახმარებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი: ხელისუფლებას სურს, კვლავ ჰყავდეს ფარცხალაძის მსგავსი დამნაშავე ადამიანები
შემდეგი სტატიასოსო ჯაჭვლიანი: ისეთი რეკლამა გაუვუკეთე EBRD-ს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა წესით უნდა დამაჯილდოვოს