მთავრობაში ლევან ყიფიანის გადადგომას არ ადასტურებენ

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგამდე კომენტარები გაკეთდა მთავრობის კანცელარიაში.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან ყიფიანის თანამდებობიდან გადადგომას არ ადასტურებს. ოთარ დანელია მისი პოსტიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც უარყოფს. მინისტრის თქმით, ის არსად აპირებს წასვლას.

ლევან ყიფიანის გადადგომის შესახებ კომენტარს არ აკეთებს არც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. ნინო კობახიძის თქმით, ის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: მთავრობა ლარის “შოკური მდგომარეობის” დასტაბილურების მიზნით ყველაფერს აკეთებს
შემდეგი სტატიასავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.32-2.33 ლარად არის შესაძლებელი