საგარეო ფაქტორებს დაუკავშირა ეროვნული ვალუტის გაუფასურება „კურიერთან“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით დღევანდელ სიტუაციაში წამყვანი როლი სწორედ რეგიონში არსებულ ვითარებას უკავია.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მთავრობას შემუშავებული აქვს არსებული ვითარებიდან გამოსვლის გეგმა და ის გრძელვადიანია. რაც, მისი თქმით სწრაფი შედეგის მომტანი ვერ იქნება.
როგორც გიორგი კაკაურიძე ამბობს, ამ გეგმით მთავრობა მთავარ აქცენტს ეკონომიკურ ზრდაზე და ინვესტიციების მოზიდვაზე აკეთებს.