მთავრობას დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარების შესახებ კანონპროექტი მზად აქვს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს და ომში დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტი მთავრობას პარლამენტში წარსადგენად უკვე მზად აქვს.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანონპროექტით, პოლიციელთა ოჯახები ყოველთვიურად 1000 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

“ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯარისკაცებისთვის დავაწესეთ ყოველთვიური დახმარება, გასულ წელს ეს იყო 500 ლარიანი დახმარება, წელს უკვე მათ ოჯახებს 1000 ლარიანი დახმარება ეძლევათ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ოფიციალურად პარლამენტს მივმართავთ, რომ განვიხილოთ,” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაყდრისის თემაზე პარლამენტში კონსულტაციები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაათონელის ქუჩაზე რეზიდენციის მშენებლობა დასრულებულია