მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობამ სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა. მთავრობის განკარგულების თანახმად, ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა 14 ერთეული ტრაქტორი, ერთი სათიბელა, 7 სამფრთიანი და 1 ხუთფრთიანი გუთანი, დისკებიანი ფარცხი, 5 კულტივატორი და 3 ერთეული სიმინდის სათესი.
საქართველოს მთავრობის განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში “იდუმალი სტუმრის” მეთოდით მომსახურების კვლევა განხორციელდა
შემდეგი სტატიაბერი ანდრიას ფონდის შვილობილი სასჯელაღსრულების სამინისტროში სტაჟირებას გაივლის