მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე- ირაკლი ღარიბაშვილი ლარის გაუფასურებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესზე კომენტარი ცოტახნის წინ , კანცელარიაში ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ვითარება უახლოეს მომავალში დარეგულირდება.
“მთავარია ახლა ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ აჟიოტაჟს და სპეკულაციებს. დანარჩენ პროცესს ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად ვმართავთ და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია სიტუაციის დარეგულირება,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიმდინარე პროცესებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე სავალუტო რეზერვების გახარჯვისთვის მზად არის
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: თუ საჭირო გახდა მოხდება რეზერვების გამოყენებაც და ბიუჯეტის გადახედვაც