მზიურის პარკთან ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს

ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს ჯეიმს აპატურაი

მზიურის პარკთან ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ მედიას მოქალაქემ მიაწოდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

მოქალაქე ამბობს, რომ გოგონას ცხედარი მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს და ფოტო მასალასაც ავრცელებს.”თაიმერი” აღნიშნულ ფოტოებს ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე არ შემოგთავაზებთ.

როგორც მოქალაქე ამბობს, გოგონა 22 წლის არის და ის სტიქიის დროს ტაქსით ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა.

ოფიციალურად ინფორმაციას ამ დროისთვის არავინ ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშისტიქიამ ელექტრო და გაზმომარაგებაში პრობლემები შექმნა-კალაძე სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: 24 ადამიანი დაკარგულად ითვლება