,,მზად ვარ წავიდე,, აცხადებს კადიროვი

რუსული სააგენტოების ცნობით, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მზადაა წავიდეს თავისი პოსტიდან თუ ამის აუცილებლობა დადგა.

,,მე უმაღლესი მთავარსარდლის ქვეითი ჯარისკაცი ვარ… მე 100% შევასრულებ თუ მიბრძანებენ… წასვლა იქნება საჭირო, წავალ… სიკვდილი იქნება საჭირო, ამისთვისაც მზად ვარ,, განაცხადა კადიროვმა

,,ცრუპატრიოტები და ლიბერალები აბნევენ მოსახლეობას და კვერს უკრავენ დასავლურ სპეცსამსახურებს, რათა რუსეთი მეორე უკრაინა გახდეს… მაგრამ ეს არასოდეს არ მოხდება,, აცხადებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი კადიროვი.

აღსანიშნავია, რომ კადიროვის ამ განცხადებას წინ უძღოდა ფართო რეზონანსი, რომელიც მის გამონათქვამს მოჰყვა, ჩეჩნეთის ძალოვანთა ამსწინანდელ თათბირზე, სადაც მან განაცხადა ,,თუ სხვა რეგიონის სამართალდამცავები ჩეჩნეთში თავის მოქმედებას ჩეჩნურ სამართალდამცავებთან არ შეათანხმებენ, ჩეჩნებს მათ მიმართ ცეცხლის გახსნა შეუძლიათ,, რაც გროზნოში კადიროვის რეზიდენციასთან ახლოს სტავროპოლელი ძალოვანების მიერ ჯამბულატ დადაევის ლიკვიდაციას მოჰყვა.

ამ თემასთან დაკავშირებით: ,,კადიროვის საქმე ცუდად მიდის,,

დააკოპირეთ ლინკი: http://www.timer.ge/?p=20495

banner
წინა სტატიაშირატომ დადის ვიზიტებზე ,,ბატკა,, ლუკაშენკო ,,კოლიასთან,, ერთად…?
შემდეგი სტატიავულკანის ამოფრქვევა ჩილეში+foto