მზადება ომისთვის ან შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის

„მზადება ომისთვის ან შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის

paata-davitaiaრუსული ინტერნეტგამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებს, რომ უახლოეს პერიოდში აფხაზეთში ოაჩამჩირიდან ენგურამდე რკინიგზის აღდგენა იგეგმება თბილისში ეხმაურებიან.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარეს პაატა დავითაიას მიაჩნია, რომ რუსეთი ან საომარი მოქმედებებისთვის ემზადება, ან საქართველოს, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის შეთანხმება შედგა რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით.

„დღეს ვხედავთ, რომ არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო რკინიგზის წარმომადგენლები არიან შემოსულები 500 ჯარისკაცი 30 სპეციალისტი ოჩამჩირიდან ენგურამდე 2008 წლის შემდეგ ამ მონაკვეთზე მატარებელს არ უვლია. 2 მომენტია-ან რკინიგზა საომარი მოქმედებებისთვის დასაწყებად ან პროცოკაციისათვის, ან არის შეთანხმება რკინიგზის აღდგენის შესახებ საქართველოს აფხაზეთსა და რუსეთს შორის,“- აცხადებს პაატა დავითაია.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე, გასულ წლებში რუსეთის მსგავს ქმედებებსაც იხსენებს და პროცესებს შორის პარალელებს ავლებს.

„რუსეთმა 2005 წელს დაიწყო სოხუმი-აგერის მიმართულებით რკინიგზის აღდგენა. 2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო საქართველოს წინააღდმდეგ რუსეთის ფედერაციამ, ამ მომენტში 2 კვირით ადრე რუსეთის რკინიგზის ჯარები იყო შემოსული დაახლოებით 800 კაცი, რომელმაც უცებ აღადგინა რკინიგზა ენგურის ხიდამდე 2008 წელმა აჩვენა, რომ ეს სამხედრო მძიმე ტექნიკისთვის დასჭირდა,“- ამბობს პაატა დავითაია.

„მზადება ომისთვის ან შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ რუსეთი შესაძლოა საომარი მოქმედებებისთვის ემზადებოდეს საქართველოს წინააღმდეგ. შაშკინის თქმით, ეს რუსეთის ახდენს რკინიგზის აღდგენას ტრანზიტული თვალსაზრისით, რომლის მიზანიცაა დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვა აფხაზეთის გავლით.
,,მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რუსეთი ემზადება საომარი მოქმედებებისთვის. საქართველოში სამხედრო შემოჭრისთვის სარკინიგზო სამუშაოები მან შეასრულა 2008 წელს თუ გახსოვთ, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ რუსეთი ამისთვის ემზადებოდა და ის ჩატარებული სამუშაოები იყო საკმარისი იმისათვის, რომ რკინიგზით გადაესროლათ სამხედრო შემადგენლობა აფხაზეთის გავლით.

დღეს აფხაზეთში ხარისხობრივად სხვა სამუშაოები ტარდება. იქ მიდის კეთილმოწყობა უშუალოდ რკინიგზის დიდი მოცულობის ტვირთების გასაგზავნად. 2008 წელს მათ აღადგინეს რკინიგზა, რომ ეშელონი გასულიყო, ეს იყო სუფთა სამხედრო აღდგენითი სამუშაოები. ეხლა რასაც აკეთებენ არის გათვლილი დიდი ოდენობის ტვირთების გადასასვლელად. ამას არ აქვს სამხედრო დატვირთვა. ჩემი სუბიექტური აზრით კეთდება იმისათვის, რომ გაიხსნას საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული მიმოსვლა აფხაზეთის გავლით“ – აცხადებს შაშკინი.

დიმიტრი შაშკინის თქმით, დაუშვებელია აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, რადგან ეს არის ბოლო კოზირი საქართველოს ხელში, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით.

,,თავისი სამხედრო დატვირთვა ყველაფერს აქვს. ბოლო კოზირი რომელიც ჩვენ დაგვრჩა არის რკინიგზა. ეს არის ის თემა, რომლითააც ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და არის უმნიშვნელოვანესი რესურსი ჩვენს ხელში და ეს შეიძლება იყოს გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“ – ამბობს ყოფილი მინისტრი.

შაშკინი ფიქრობ, რომ რუსეთი ამით ქმნის ალტერნატივას იმ სატრანსპორტო დერეფნებისა, რომელიც ბოლო პერიოდში რუსეთის გვერდის ავლით შეიქმნა. ამ ვითარებაში, შაშინი რუსეთსა და საქართველოს შორის შესაძლო ფარულ გარიგებაზე ამახვილებს ყურადღებას და ვარაუდობს, რომ რუსეთში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, კრემლი გარკვეული გარანტიების გარეშე არ ჩადებდა ფულს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაში, რომელიც, შაშკინის თქმით, ამ მოცემულობით არის ჩიხი.

,,მე მაქვს ჩემი სუბიექტური შიშები და მაქვს შეკითხვები, მაშინ როცა რუსეთის არის მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში, ნავთობის ფასი უკვე არის 46 დოლარი, ამ პირობებში რუსეთი დებს მილიარდებს ჩიხის აღდგენაში… ბუნებრივია, ამას არ გააკეთებდა, რომ არ ყოფილიყო რაღაც სახის მოლაპარაკებები, გამორიცხულია, კონკრეტული გეგმა არ არსებობდეს ამის აღდგენის, რუსეთი ისე არ გადადგმდა ამ ნაბიჯს. მე არ ვთვლი, რომ უკრიანის სიტუაციიდან გამომდინარე, მძიმე ეკნომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, არ ვთვლი, რომ რუსეთი ემზადება საქართველოში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის. ამის რესურსი არ გააჩნია ორ ფრონტზე იომოს. მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ სხვა კუთხით, რომ ამ ეკონომიკურ სიტუაციაში მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ რკინიგზის გახსნა, რომ კონკრეტული ალტერნატივა შექმნან თვითონ იმ სატრანსტპორტო დერეფნების, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა რუსეთის გარეშე, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური თუ რატომ შეიძლება ჩადოს ფული აფხაზეთის რკინიგზაში.

აქ საკითხი დგას შემდეგნაირად – ან გვატყუებენ და საქართველოს მთავრობის მხრიდან გარკვეული მოალაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, ან ვიღაც მთავრობის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს ისე, რომ მთავრობამ არ იცი… ერთიც კატასტროფაა და მეორეც, თუმცა მეორე, ცხადია, ნაკლებად სავარაუდოა“ – აცხადებს შაშკინი.

banner
წინა სტატიაშიხაჯიმბას საფეხბურთო პარანოია
შემდეგი სტატიაეს არის მორიგი ჩიხი–პაატა ზაქარეიშვილი